logo_geo
eng_logo
38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
- +

3 მარტი. 2022. 01:57

 

 

38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

 

„უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო, ამაღამ 38-მა ქვეყანამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი სარჩელით მიმართა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner