logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: თქვე მართლა ხელისუფლებაში მოსვლაზე დახამებულებო, ისე გაგხარებოდათ და გეთქვათ, რა კარგია, რომ ეს ერთად შევძელითო
- +

3 მარტი. 2022. 02:22

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს:

 

„ხოშტერია თავის ვოლზე კივის, ჩვენმა აქციამ აიძულა მთავრობაო, იქით მელია ბრიფინგებს აწყობს, ჩვენ ვაიძულეთო, იქით ჩერგო კივის, მე იდი ნა*** ვიძახე და  მაგან აიძულაო და ასეთი რა უზნეობა გჭირთ, თქვე მართლა ხელისუფლებაში მოსვლაზე დახამებულებო, ისე გაგხარებოდათ და გეთქვათ, რა კარგია, რომ ეს ერთად შევძელითო, ერთხელ თქვენი საღი აზრი დაგვანახეთ, რომ ოდესმე ავტორიტეტი მაინც მოიპოვოთ ხალხშ! ჰო, თქვენ აიძულეთ, თქვენ, ღარიბაშვილი, თქვენს დაფშტვენაზე გული უსკდება და თქვენს მთვრალ გამოქლიავებულ სიფათებზე. ერთხელ დადექით საქართველოს გვერდით, თქვე ავაზაკებო, ერთხელ მაინც!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner