logo_geo
eng_logo
ოკუპანტებმა ხარკოვში, სულ მცირე, 3 სკოლა, ტაძარი და მაღაზიები დაბომბეს - არის მსხვერპლი
- +

3 მარტი. 2022. 10:31

 

 

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხარკოვში სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

 

მედიასაშუალების ინფორმაციით, დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა წერს, რომ ოკუპანტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს ხარკოვზე კონტროლის დამყარება.

 

ბოლო დღეებში თავდასხმების დროს ხარკოვში დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი, სამთავრობო შენობა და საცხოვრებელი სახლები. 

 

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა  გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია“, რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს.

 

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. უკვე მე-8 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner