„როიტერის" ინფორმაციით, დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფომ" ავღანეთში აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის კუთვნილი იარაღი ხელში ჩაიგდო.
„ბოევიკებმა" ფოტოები გამოაქვეყნეს, რომლებზეც თითქოს, ამერიკელი ჯარისკაცების კუთვნილი იარაღი და მოწყობილობაა ნაჩვენები.
ინფორმაციის თანახმად, ფოტოებში ჩანს ამერიკული პორტატული სარაკეტო დანადგარი, რადიო, ყუმბარები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ავღანეთის ჯარს არ გააჩნია.
ასევე ნაჩვენებია ამერიკის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთი წევრის საიდენტიფიკაციო ბარათი.
ამავდროულად, ამერიკის სარდლობა ქაბულში უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას იმის შესახებ, რომ ამერიკელი სამხედრო „ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში იმყოფება.