logo_geo
eng_logo
მიხაილო პოდოლიაკი: საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები, საკვები, წამლები, ბავშვების ევაკუაცია - საკმარისია სიტყვები
- +

3 მარტი. 2022. 12:40

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყონებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

 

„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგანან,  მაროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“, - წერს პოდოლიაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner