უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული კორიდორების დაუყონებლივ მოწყობაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„სოფლები და ქალაქები, სადაც რუსი სამხედროების კოლონები დგანან, მაროდიორობის, ძარცვისა და მკვლელობების ადგილებად იქცევა. საჭიროა ჰუმანიტარული კორიდორები - საკვები, წამლები, სასწრაფო მანქანების უსაფრთხოდ გადაადგილება, ბავშვების ევაკუაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ველოდებით აქტიურ დახმარებას. საკმარისია სიტყვები“, - წერს პოდოლიაკი.