თეთრი სახლი ამერიკელებს უკრაინაში საბრძოლველად გამგზავრებას არ ურჩევს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
„უკრაინელებმა გამბედაობა გამოიჩინეს და თავიანთი თავის დასაცავად ყველა რესურსსა და ბერკეტს იყენებენ. ჩვენ მივესალმებით მათ მამაცობას, თუმცა უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია ძალაშია. აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრნონ უკრაინაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, კარინ ჟან-პიერმა.