logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: არ დაუჯეროთ თაღლითებთან გადასულ სამადაშვილს, რომელმაც მიზნად დაისახა, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
- +

3 მარტი. 2022. 12:57

 

 

„არ დაუჯეროთ თაღლითებთან გადასულ სამადაშვილს, რომელმაც მიზნად დაისახა, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გვქონდეს რწმენა, რომ ძალიან მალე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“ - საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის ფეისბუქ-პოსტს პასუხობს.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან მესამე დღეს, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები.

 

„არ დაუჯეროთ თაღლითებთან გადასულ სამადაშვილს, რომელმაც მთელი თავისი დიდებულებით გაამართლა ქართული ანდაზა, ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, თავადაც თაღლითად ჩამოყალიბდა (თუმცა, არც იქამდე აკლებდა) და ახლა მიზნად დაისახა, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

არადა, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან მესამე დღეს, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ტრიბუნიდან მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველომ ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები! ამიტომ გთხოვთ, რომ არ დაუჯეროთ თაღლითებს, გქონდეთ რწმენა, რომ ძალიან მალე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

როგორც მანამდე სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, „ქართული ოცნება“ ისე წავა ხელისუფლებიდან, რომ გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებასააც ვერ მოასწრებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner