logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი - ესენი არიან რუსეთის მეგობრები და სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის
- +

3 მარტი. 2022. 13:00

 

 

„რუსეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მხარი მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ დაუჭირა - ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი - ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

„შესანიშნავი შედეგი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე: 141 ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებას მოითხოვს. 141 ქვეყანა მხარს გვიჭერს, რუსეთს კი - მხოლოდ ოთხი ქვეყანა: ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, სირია და ბელარუსი. ესენი არიან რუსეთის მეგობრები, სხვა არც არასდროს ეყოლება, რადგან მშვიდობიანად ცხოვრება არ იცის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

2 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 141 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35 სახელმწიფომ თავი შეიკავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner