logo_geo
eng_logo
რუსეთში „ეხო მოსკვი“ დაიხურა
- +

3 მარტი. 2022. 13:01

 

 

რუსეთში ცნობილი რადიოსადგური „ეხო მოსკვი“ („მოსკოვის ექო“) დაიხურა. შესაბამისი ინფორმაცია რადიოსადგურმა გაავრცელა.

 

„ეხო მოსკვის“ დირექტორთა საბჭოს ხმათა უმრავლესობით რადიოარხის და საიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილებაა მიღებული“, - წერია რადიოსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„ეხო მოსკვი“ 1990 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის მუსიკალური FM რადიოსადგური იყო, თუმცა ბოლო დროს რადიო ძალზე პოპულარული იყო თავისი პოლიტიკური ტოკ-შოუებით და რუსეთის ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი.

 

2 მარტს რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნით, „ეხო მოსკვის“ რადიოსიხშირე გაუთიშეს, რადგან „არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner