„სარიაში 45 ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები. მხოლოდ საქართველოდან 300 ადამიანი წავიდა. სადმე გაგონილა, რომ მოხალისედ წასულებს თვითმფრინავს უნიშნავდეს მთავრობა?“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ აბსურდში ვცხოვრობთ. ეს გარყვნილი ადამიანები ჟურნალისტებად რომ მოჰყავთ თავი, ვითომ ტელევიზიონშიკები. აბსურდში უნდათ რომ ამყოფონ ეს ქვეყანა. არ გამოვა ეს ამბავი, სიმართლე არ იმალება. ადრე თუ გვიან ყველაფერი გაცხადდება. ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახლა არ არის ზელენსკისთან ურთიერთობების გარკვევის დრო, მაგრამ ზელენსკიმ სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა. ზელენსკიმ მოგვაყენა ჩვენ შეურაცხყოფა გიორგი ცხვიტავას მიაყენა შეურაცხყოფა და საქართველოს საელჩოს, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში დარჩა. ლვოვში კი არ არის, იქიდან კი არ ეხმარება უკრაინას მერაბიშვილივით, იქიდან ეხმარება, სადაც ბომბები ცვივა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.