„2008 წელს რომ განაცხადეს, NATO-ში აუცილებლად შევლენ საქართველო და უკრაინაო, 2022 წლამდე ეგ არ უნდა გააგრძელო ან არ უნდა გამოაცხადო 2008 წელს, უნდა გამოაცხადო იმის წინ, როდესაც ეს რეალურად შესაძლებელი იქნება და არ დაუტოვო 14 წელი პუტინს იმისთვის, რომ ამისთვის მოემზადოს და განახორციელოს ის, რაც განახორციელა“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წელს პუტინი სამხედრო თვალსაზრისით ბევრად სუსტი იყო, ვიდრე 2022 წელს.
„ამიტომ, თუ გინდა, რომ მხარი დამიჭირო და გინდა გაიზიარო ჩემი გულისტკივილი, შეშფოთება საკმარისი არ არის. რეალურად საქმე უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა ხაინდრავამ.