logo_geo
eng_logo
ბელგიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

7 აგვისტო. 2016. 19:08


გამოცემა „france 24" ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ბელგიაში, პოლიციელებზე  განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

აღნიშნულ საკითხზე განცახდება თავად ტერორისტულმა ორგანიზაციამ ინტერნეტის მეშვეობით გაავრცელა.


შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 აგვისტოს, ბელგიაში, ქალაქ შარლერუაში მოხდა. მამაკაცი შეძახილებით - „ალაჰუ აკბარ", პოლიციელ ქალბატონებს დაესხა თავს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაჭრა. თავდამსხმელი საპასუხო სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.


ცოტა ხნის წინ ბელგიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. ბელგიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, პოლიციელებს თავს 33 წლის ალჟირელი მამაკაცი დაესხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner