logo_geo
eng_logo
ლოიდ ოსტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა
- +

3 მარტი. 2022. 13:09

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა.

 

„ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავიცილოთ ეს, თუ ეს შესაძლებელია. ეს ქმნის კლიმატს, ქმნის პირობებს უხეში არასწორი გათვლებისთვის და ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

 

27 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეკავების ძალების მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner