logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ, რომ სოხუმში გამავალი მთელი გვირაბი, რუსული სამხედრო ტექნიკითაა გავსებული; საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი რუსული კონტინგენტი როგორც ცხინვალში, ასევე აფხაზეთში
- +

3 მარტი. 2022. 13:39

 

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა ჩაიშალა“, - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„მადლობა ღმერთს, რომ ამდენად გაზრდილია ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს არის ხელისუფლების სათავეში, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ.

 

მე არ ვარ არც პოლიტიკოსი, არც პოლიტიკური პარტიის წევრი. ვარ ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის შვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დიდი გამოცდილება მაქვს: ორჯერ სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, უმაღლეს დონეზე მოლაპარაკების 45 რაუნდი მაქვს ჩატარებული. დღევანდელ დღეს, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა ჩაიშალა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

მისი თქმით, ნამდვილად ამის განზრახვა იყო. ამის მანიშნებელია ის, რომ რუსულ ჯარში ბრძანება #1 იყო გამოცხადებული.

 

„იყო გამოცხადებული ჯარში ბრძანება #1. ეს იყო გამოცხადებული სოხუმსა და ცხინვალში. მინდა გითხრათ, სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ, რომ სოხუმში გამავალი მთელი გვირაბი, რუსული სამხედრო ტექნიკითაა გავსებული. საბრძოლო მზადყოფნაში იყო მოყვანილი რუსული კონტინგენტი როგორც ცხინვალში, ასევე აფხაზეთში. არც აფხაზეთსა და არც ცხინვალში საკუთარი ჯარი არ ჰყავთ. ამიტომ, ვის მისცეს ეს ბრძანება?! ეს იყო ნიშანი - იცოდეთ, დაგარტყამთ!“ - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner