სომხეთის პარლამენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანი ქვეყნის ახალ პრეზიდენტად აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 71 დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე სომხეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის პრეზიდენტი ვერ აირჩია, რის გამოც მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი 23 იანვარს გადადგა.