logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი ოპოზიციას: შეგრცხვებათ, საკუთარი ქვეყნის რომ გრცხვენოდათ, შეგრცხვებათ, სიფრთხილეს სიმხდალე რომ დაარქვით და ცივი გონებით აზროვნებას - მოღალატეობა
- +

3 მარტი. 2022. 14:20

 

 

„ეს რთული დღეები ჩაივლის, ემოციებიც ჩაცხრება და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმეს რამეზე პასუხი არ მოეთხოვება“, - წერს სოციალურ ქსელში ანდრია გვიდიანი.

 

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, მოვა მშვიდობის დრო და ყველას შერცხვება იმის, რაც ამ დღეებში იკადრა.

 

„ეს რთული დღეები ჩაივლის, ემოციებიც ჩაცხრება და არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ვინმეს რამეზე პასუხი არ მოეთხოვება. მოვა მშვიდობის დრო და ყველას შეგრცხვებათ იმის, რაც ამ დღეებში იკადრეთ. შეგრცხვებათ იმ სიშტერის, რაც აქ ზოგ-ზოგიერთებმა გამოავლინა. შეგრცხვებათ საკუთარი ქვეყნის რომ გრცხვენოდათ. შეგრცხვებათ სიფრთხილეს სიმხდალე რომ დაარქვით და ცივი გონებით აზროვნებას მოღალატეობა. ერთი იცოდეთ, არავინ გაატარებს დაუმსახურებელ შეურაცხყოფებს, ლაჩრობის და მოღალატეობის ბრალდებებს. არავინ არავისზე ნაკლები პატრიოტი არ არის და სანამ ტალახის სროლას დაიწყებთ, ჯერ ყველამ ერთი ადგილი დააყენეთ. იცოდეთ, ყველა შეხვედრაზე, ყველა ეთერში, ყველა ტრიბუნიდან წერტილ-მძიმის დონეზე გაირჩევა ამ დღეებში წამოსროლილი ფრაზები. თან ისე მკაფიოდ გაირჩევა, რომ ეს გახდება კრიზისულ პერიოდებში ენაზე კბილის დაჭერის, ემოციების მოთოკვის და ტვინზე ძალის დატანების სამაგალითო გაკვეთილი“, - წერს გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner