logo_geo
eng_logo
რუსეთი საკუთარი ტერიტორიის დაბომბვისთვის ემზადება, რათა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს - უკრაინული მხარე
- +

3 მარტი. 2022. 17:01

 

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები საკუთარ ტერიტორიაზე პროვოკაციისა და დაბომბვის მოსაწყობად ემზადებიან, რათა რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსული მხარე საკუთარ ტერიტორიაზე პროვოკაციისა და დაბომბვების მოსაწყობად ემზადება, რათა შემდგომ რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულოს.

 

„რუსულ სოფელ პოპოვკაში, რომელიც ესაზღვრება სუმის ოლქის კრასნოპოლსკის რაიონს, რუსული „გრადები“ განლაგდნენ უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მოძრაობის. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ ოკუპანტები პროვოკაციისა და საკუთარი ტერიტორიის დაბომბვისათვის ემზადებიან, რათა უკრაინა რუსეთის ფედერაციის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულონ“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროებას ითხოვს, იმისთვის, რომ პროვოკაციის მცდელობა ჩაიშალოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner