logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დანაღმვა დაიწყეს
- +

3 მარტი. 2022. 18:24

 

 

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის დანაღმვა დაიწყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, გენადი ლაგუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„დაიწყეს ხერსონის დანაღმვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაამონტაჟეს ნაღმები ქალაქის ცენტრში - სავაჭრო ცენტრ „Скифия“-ს შენობასთან. კიდევ სად ტოვებენ ასეთ „საჩუქრებს“, უცნობია“, - წერს გენადი ლაგუტა.

 

ლაგუტამ ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მაღალი ბალახია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner