რადა გაერო-ს უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობოების გაგზავნას სთხოვს, 1950 წლის რეზოლუციის „გაერთიანება მშვიდობისთვის“ შესაბამისად, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
დეპუტატებმა მოუწოდეს - გაერო-ს, წითელ ჯვარს, ევროპარლამენტს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უკრაინის მოსახლეობის დაცვა რუსი დამპყრობლების შეიარაღებული თავდასხმისგან.
საუბარია, უსაფრთხო ევაკუაციისთვის „მწვანე“ დერეფნების დაუყოვნებლივ გახსნაზე და გაეროს სამშვიდობო ძალების უკრაინაში შეყვანაზე.
უმაღლესმა რადამ, ასევე, მიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანს შუამავლობისკენ ომის დასრულების მოწოდებით.