logo_geo
eng_logo
რადა გაერო-ს უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობოების შეყვანას სთხოვს
- +

3 მარტი. 2022. 18:43

 

 

რადა გაერო-ს უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობოების გაგზავნას სთხოვს, 1950 წლის რეზოლუციის „გაერთიანება მშვიდობისთვის“ შესაბამისად, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

დეპუტატებმა მოუწოდეს - გაერო-ს, წითელ ჯვარს, ევროპარლამენტს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ უკრაინის მოსახლეობის დაცვა რუსი დამპყრობლების შეიარაღებული თავდასხმისგან.

 

საუბარია, უსაფრთხო ევაკუაციისთვის „მწვანე“ დერეფნების დაუყოვნებლივ გახსნაზე და გაეროს სამშვიდობო ძალების უკრაინაში შეყვანაზე.

 

უმაღლესმა რადამ, ასევე, მიმართა გაერო-ს გენერალურ მდივანს შუამავლობისკენ ომის დასრულების მოწოდებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner