logo_geo
eng_logo
რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარაოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზის უფლება ჩამოერთვათ
- +

3 მარტი. 2022. 19:26

 

 

„რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები პეკინის ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) მიიღო. აღსანიშნავია, რომ ერთი დღის წინ კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სპორტსმენები ამ ქვეყნებიდან ტურნირში მონაწილეობას ნეიტრალური სტატუსით შეძლებენ, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

 

აღსანიშნავია, რომ რუსი და ბელარუსი პარაოლიმპიელები უკვე ჩასულები იყვნენ პეკინში, თუმცა IPC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიურ სოფელში ვითარება „აუტანელი“ იყო.

 

ზამთრის პარაოლიმპიური თამაშებს გახსნის ცერემონია პეკინში 4 მარტს ჩატარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner