logo_geo
eng_logo
რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა
- +

3 მარტი. 2022. 19:37

 

 

„რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ არხის გეენრალურმა დირეტქორმა, ნატალია სინდეევამ განაცხადა. მისი თქმით, 3 მარტის დღის საინფორმაციო გამოშვება ამ სეზონში უკანასკნელი იყო“, - ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

 

„შექმნილ გარემოებებში ჩვენ დროებით ვწყვეტთ მუშაობას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დავბრუნდებით“, – განაცხადა სინდეევამ.

 

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ როსკომნადზორს „დოჟდისა“ და რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ მაუწყებლობის დაბლოკვის მოთხოვნით მიმართა. გენერალური პროკურატურა მაუწყებლებს უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში და არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეებისკენ მოქალაქეების წაქეზებაში ადანაშაულებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner