საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ეხმაურება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქვეყანა დაამტკიცა, რომ დემოკრატიული რეფორმების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია.
„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა კრიტერიუმს დავაკმაყოფილებთ ძალიან მალე და თუნდაც დღეს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი რეფორმატორი დემოკრატიული ცვლილებების კუთხით. მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევდივართ“, - მიიჩნევს სუბარი.
საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.