მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოლდოვას პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა.
„მოლდოვას უნდა ჰქონდეს მკაფიო ევროპული გზა. მოქალაქეებმა აირჩიეს ეს გზა. ისინი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამისთვის მზად ვართ. ევროკავშირი მთელ მსოფლიოს დაანახებს, თუ რამდენად დიდია დემოკრატიისა და თავისუფლების ძალა. ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით“, - განაცხადა მაია სანდუმ.