logo_geo
eng_logo
მარინა კალიურანდი: საომარ მოქმედებებში მყოფი უკრაინა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს
- +

3 მარტი. 2022. 20:29

 

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იქნება მხოლოდ სლოგანი და წინადადება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში დარჩება. გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა უნდა მიიღონ და სტატუსის მინიჭებას სჭირდება კონსენსუსი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„სპეციალური პროცედურა ჯერ არ ვიცი რა იქნება და რით ვიხელმძღვანელებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომელიც იტყვის, რომ შეთანხმება მიღწეულია, კონსენსუსი არის უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს არის პირველი ნაბიჯი. კონსენსუსის შემდეგ პროცესის გაგრძელებას შევძლებთ.

 

პარლამენტი აქტიურად მუშაობს წევრ ქვეყნებთან, მოვუწოდებთ პოზიტიური პასუხისკენ მათ, ვინც დღეს თავს იკავებს და დიახ, არიან ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ყოყმანობენ. ჩვენ მათ ვეუბნებით, გადადეთ გვერდით ყველაფერი, ჩვენ ომში ვართ, ომის დროს სხვა პრინციპებია. უკრაინა არამარტო უკრაინისთვის, არამედ უკრაინელები ჩვენთვის იბრძვიან. საომარ მოქმედებებში მყოფი უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მოდით ჯერ ვთქვათ, რომ უკრაინას ევროპული პერსპექტივა აქვს, მივანიჭოთ კანდიდატობა და ომის შემდეგ ვიმსჯელოთ წევრობისთვის აუცილებელ პირობებზე“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner