უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვედრისკენ მოუწოდებს.
„დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებისთვის, ოღონდ 30 მეტრის დაშორებით არა. მე არ ვიკბინები. რისი გეშინია? ნებისმიერი სიტყვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სროლა. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე! რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებსა და სხვის მიწებს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას.