logo_geo
eng_logo
ილია ღუდუშაური: შემდეგ კვირაში დაგეგმილია მინისტრის ვიზიტი თურქეთში
- +

3 მარტი. 2022. 21:22

 

 

უახლოეს მომავალში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თურქეთში ჩავა. ვიზიტის მიზანი თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის პროცესის დაჩქარებაა.

 

„შემდეგ კვირაში დაგეგმილია მინისტრის ვიზიტი თურქეთში, სადაც ადგილობრივი ჯანდაცვის მინისტრსა და რეგულაციის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდება, იმისთვის რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს და გამჭვირვალე გახდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოლოდინები არის ძალიან პოზიტიური“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა.

 

თურქული ფარმაცევტული ბაზრიდან საქართველოში უკვე 30 დასახელების პრეპარატია შემოტანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner