ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთში დედის დღე ეროვნული გმირის დედას მიულოცა:
„3 მარტი - დედის დღე მივულოცე საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციური წერეთელს, ვისთვისაც ეს დღე, ერთდროულად, დიდი სიამაყისა და დიდი გულისტკივილის დღეც არის. საუბრისას მან მითხრა, ვუყურებ ამ ომს უკრაინაში, თავიდან განვიცდი ყველაფერსო“, - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.