logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავდივართ
- +

3 მარტი. 2022. 21:51

 

 

„ახლა გადავდივართ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხარდაჭერა, თანხმობა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, როდესაც ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებთ. აღნიშნულ საკითხზე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან უკვე დიდი ხანია კონსულტაციები გვაქვს, რეგულარულად იმართებოდა ჩვენი ვიზიტები და შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. არის დიდი ჯგუფი ევროპარლამენტარებისა, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერენ. დღეს არის მომენტი, როდესაც გვეძლევა ის შესაძლებლობა, როდესაც ვაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner