logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო იყო და არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებას 2014 წლიდან.
- +

3 მარტი. 2022. 21:56

 

 

„საქართველო იყო და არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებას 2014 წლიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არ არის ავტომატური პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე მოვლენების ფონზე მიმდინარეობს.

 

„დღეს ჩვენ საკმაოდ ცვალებად პერიოდში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება უკრაინაში მიმდინარე ძალიან მძიმე მოვლენების ფონზე. დღეს მოლდოვამაც გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ სამივე ასოცირებული ქვეყნის განაცხადი მაგიდაზე დევს ბრიუსელში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ექნებათ შესაძლებლობა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ და ვაცნობიერებდეთ, რომ ეს დაკავშირებულია ევროკავშირთან ძალიან გრძელ მოლაპარაკებებთან, რაც უკავშირდება რეფორმების განხორციელებას და ამ პროცესში, რა თქმა უნდა მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, ისევე, როგორც ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერას. ამ კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურება, ვინაიდან ასოცირებულ პარტნიორებს შორის საქართველო იყო და არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებას 2014 წლიდან. სწორედ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებამ და რეფორმების გატარებამ, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მოგვცა იმის ამბიცია და საფუძველი, რომ გვეფიქრა ზოგადად ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებაზე და ახლა, როდესაც ჩვენ რეალურად ამ ფაზაზე გადავდივართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მტკიცე საფუძველი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner