„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად, ამ ძალიან მძიმე პროცესს, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია იყენებს მის ხელისუფლებასთან საბრძოლველად და იმისთვის, რომ ქვეყანა რისკების წინაშე დადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კარგად გვახსოვს უკრაინის ომთან დაკავშირებით, (განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია), რა მიზანმიმართული მოღალატეობრივი, პროპაგანდისტული შტურმი მიდიოდა „ქართულ ოცნებაზე“. ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე ინფორმაცია როდესაც გახმოვანდა, საბოლოოდ ფარდა ჩამოეხადა მათ რეალურ, პოლიტიკურ და მორალურ სახეს
„ქართული ოცნება“ უკვე მე-10 წელია ხელისუფლებაში და კონკრეტული ქმედებები ევროკავშირისკენ მისწრაფების არის ამ პარტიის დამსახურება. ეს არის ნაბიჯები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ მიაღწია და მეორე მხარეს ვხედავთ მხოლოდ იმიჯს პროდასავლური ოპოზიციის, მაშინ, როდესაც ყველა მათი ნაბიჯი რუსეთის კვალზე გადის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა