logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება, სტაბილურობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა...
- +

7 აგვისტო. 2016. 20:39



„ჩვენ თქვენს მოლოდინს კიდევ ერთხელ გავამართლებთ!", - ამ სიტყვებით ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ამომრჩეველს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.


კალაძის შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მართვის 4-წლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ქვეყნის მართვა და შენება შესაძლებელია რეპრესიების, ტერორის, ადამიანების დამცირებისა და შიშის გარეშე.


მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" 2012 წელს აღებულ სწორ კურსს გააგრძელებს მეტი მონდომებით, მეტი ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით.


"სამცხე-ჯავახეთის მდიდარი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა ამ მხარის წინაშე ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა. ეს ულამაზესი და უმდიდრესი მხარე დიდი ეკონომიკური, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის მატარებელია და ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ვაქცევთ თქვენს კეთილდღეობად. მჯერა, რომ თქვენი ერთგულებითა და თანადგომით ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ხალხს სჭირდება მეტი თავისუფლება, მეტი სტაბილურობა, მეტი უსაფრთხოება, სწრაფი განვითარება და მეტი კეთილდღეობა. ჩვენ, განახლებული "ქართული ოცნება", პროგრესული ხედვით, პოლიტიკოსთა პროფესიონალური გუნდით, ახალი ქმედითი ლიდერით, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვართ. "

ჩვენ თქვენთან ერთად, ჩვენს სომეხ ძმებთან ერთად, ბერძენ, ოს ძმებთან ერთად, ჩვენს ერთგულ ხალხთან ერთად აუცილებლად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგან სწორედ თქვენ ხართ საქართველო და ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner