logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ყველას მოვუწოდებ გვერდზე გადადონ ვიწროპოლიტიკური ინტერესები. დავდგეთ ერთად და ერთად ვიაროთ იმ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული
- +

3 მარტი. 2022. 22:53

 

 

„ყველას მოვუწოდებ, რომ გვერდზე გადადონ ეს ვიწროპოლიტიკური ინტერესები. დავდგეთ ერთად და ერთად ვიაროთ იმ სანუკვარი მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოს პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი, ისტორიულია.

 

„დღეს მოისმინე ძალიან ბევრი განცხადება. იყო პოლიტიკური შეფასება სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის მხრიდან და ყველა რაღაცნაირად ცდილობს, რომ ეს თავის თავზე მიიწეროს ან საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის საერთო ეროვნული იდეა და საერთო ეროვნული მიზნისკენ სხვლა და აქ რაღაც შიდაპოლიტიკური ინტერესებისთვის ამ პროცესის დაზიანება არის წარმოუდგენელი და მიუღებელი. ამას ჩვენი მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. როგორც არასდროს ისე სჭირდება ახლა საქართველოს - ერსა და ბევრს, ერთიანობა და დარაზმვა ამ ერთიანი მიზნის გარშემო. სწორედ ეს ეხმარება ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას საზოგადოების კონსოლიდაციაში და ამ მიზნის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner