logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ გამიჩნდა იმის განცდა, რომ ელჩი უახლოეს პერიოდში დაბრუნდება
- +

3 მარტი. 2022. 23:04

 

 

დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ უკრაინის ელჩი საქართველოში მალე დაბრუნდება. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგორ დოლგოვის კონსულტაციისთვის გაწვევა მოულოდნელი იყო და მომხდარს იმ მძიმე ემოციურ ფონს უკავშირებს, რომელშიც უკრაინის მთავრობას უწევს მუშაობა.

 

„ელემენტარულად, ცუდად ნათქვამმა მიტანილმა ამბავმაც შეიძლება გააღიზიანოს. ამის შემდეგ მე მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. ვფიქრობ ასეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და ის საუბარი, რომელიც მე მასთან მქონდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ უახლოეს პერიოდში ეს სიტუაცია ისევ დაბრუნდება იმ საწყისზე, რაზეც იყო და რაც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. გამიჩნდა იმის განცდა, რომ ელჩი მალე დაბრუნდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

1-ელ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner