logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი გაეროს რეზოლუციაზე: 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა - ეს არის დემონსტრირება, რომ მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება არ მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, აგრესიას
- +

3 მარტი. 2022. 23:04

 

 

„გაეროს რეზოლუციაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და ასევე შედეგი. მართლაც უპრეცედენტოა, ამ რეზოლუციას 141-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ მთელი მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება დგას ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის აგრესორი და ის ქვეყნები, რომლებიც ხელის თითზე დასათვლელია. ეს არის ერთიანობის დემონსტრირება, იმის დემონსტრირება, რომ მსოფლიო ცივილიზებული საზოგადოება არ მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, აგრესიას, არ ეპატიება აგრესიის გამტარებელ ქვეყანას ის, რომ შეიძლება მან მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ გრძელვადიან, სტრატეგიულ განზომილებაში განწირულია, რადგან დღევანდელი მსოფლიო აბსოლუტურად განსხვავებულია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო. შესაბამის რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 5 ქვეყანა წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 35-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner