„რა არის ამ ოპოზიციის ლოგიკა? რომ საქართველომ საკუთარი უსაფრთხოება უნდა დააყენოს დარტყმის ქვეშ, გადადგას ემოციური, არასწორი ნაბიჯები და ამით დაეხმაროს ევროპასა და უკრაინას მშვიდობის დამყარებაში, სუვერენიტეტის დაცვასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?“ - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებულ და გაიხსენა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა რუსეთს.
„ჩვენ უპირველესი ამოცანა და პირველ რიგში პრემიერი არის ამაზე პასუხისმგებელი, არის დაიცვას საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოება, ვინაიდან, თუ საქართველო არ იქნება სტაბილური, ძლიერი, შემდგარი და ფუნქციური, რა თქმა უნდა, ის ვერავის მხარდაჭერასა და დახმარებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.