logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რა თქმა უნდა, პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს, როგორც ეს კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გათვალისწინებული
- +

3 მარტი. 2022. 23:49

 

 

„რა თქმა უნდა, პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს, როგორც ეს კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში იქნება ეს შაბათს, სამშაბათს თუ ორშაბათს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიდის.

 

„სპეკულეციების საფუძველი გახდა ისიც, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა, ყოველწლიური მოხსენების წარდგენისთვის. მოაჭრეს ის ინფორმაცია, რომ ეს მოხსენება ყოველწლიურია და ხალხს ამბავი ის მიაწოდეს, თითქოს, რაღაც ძალიან სკანდალური რამე აქვს პრეზიდენტს სათქმელი და ამისთვის არაორდინალურად მოითხოვა პარლამენტში მოსვლა. მეორემ მხრივ ამ ხალხს უნდა დავუსვათ კითხვა, თქვენ არ იყავით, სალომე ზურაბიშვილზე რომ ამბობდით, არ არის საქართველოს პრეზიდენტიო?! არალეგიტიმური პრეზიდენტიაო, ხომ თქვენ ამბობდით?! ამ განცხადებებიდან 2-3 თვეში წერილებს სწერდით შეწყალებაზე, ამა თუ იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, დღეს რას ამბობთ, ხალხს როგორ ატყუებთ?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner