logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არ ვაპირებ კამათს ამ ფარისეველ ადამიანებთან, რომლებიც თვეების წინ ამბობდნენ, საქართველო ჩქარობსო, დღეს კი ამბობენ, სასწრაფოდ შევიტანოთო განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
- +

3 მარტი. 2022. 23:51

 

 

არჩილ თალაკვაძემ განმარტა რას ფიქრობს ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკაზე, რომლებიც ამბობენ, რომ ევროკავშირს წევრობაზე განაცხადის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ სწორედ მათ აიძულეს და რომ მმართველი გუნდის მხრიდან ეს ერთგვარი ტაქტიკური მანევრია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში მღელვარების ჩაცხრობაა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ისინი წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 2024 წელს გეგმავდნენ.

 

„დრო არ არის ამ ტიპის გარჩევებში შევიდეთ. თან ვისთან? ზუსტად ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ 2024 წელი ძალიან ადრეა, საქართველო ამისთვის არ არის მზად, ევროკავშირი სერიოზულად არ განიხილავს ამ განაცხადს და ა.შ. თვეების შემდეგ, ზუსტად იგივე ხალხი, რომლებსაც არც კი რცხვენიათ და არც კი აინტერესებთ რა თქვეს თვეების წინ, დღეს საპირისპიროს ამბობენ. ამბობენ, რომ საქართველო აგვიანებს, სასწრაფოდ უნდა შეიტანოს განაცხადი. სწორედ ამიტომ, არ ვაპირებ კამათს ამ ფარისეველ ადამიანებთან, რომლებიც თვეების წინ ერთს ამბობდნენ და დღეს შემოატრიალეს ფირფიტა და სრულიად საპირისპიროს ამბობენ.მაშინ ამბობდნენ, საქართველო ჩქარობსო, დღეს ამბობენ აგვიანებს და სასწრაფოდ შევიტანოთო [განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე]“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner