logo_geo
eng_logo
აშშ-ის ადმინისტრაციამ რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
- +

4 მარტი. 2022. 01:28

 

 

„აშშ-ის ადმინისტრაციამ რუს ოლიგარქებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს. სასანქციო სიაში შეყვანილი პირების ამერიკული აქტივები და ქონება დაიბლოკება.

 

„აშშ და მთელ მსოფლიოში მთავრობები იმუშავებენ იმისათვის, რომ გამოავლინონ და გაყინონ ის აქტივები, რომლებსაც რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ ჩვენს შესაბამის იურისდიქციებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები შემდეგ პირებს დაუწესა:

 

ნიკოლაი ტოკარევი

ბორის როტენბერგი

არკადი როტენბერგი

სერგეი ჩემეზოვი

იგორ შუვალოვი

ევგენი პრიგოჟინი

დიმიტრი პესკოვი

ალიშერ უსმანოვი

აშშ ასევე დაუწესებს სავიზო შეზღუდვებს 19 ოლიგარქსა და მათი ოჯახის 47 წევრს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner