„პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე, ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევასა და კონტაქტებს. თავიდან უნდა ავიცილოთ უარესი“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.