„დასავლეთის ახალი სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ მოიხსნება, თუ რუსეთი შეწყვეტს ომს უკრაინაში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სანქციები დასრულდება, თუ რუსეთი დაასრულებს ამ ომს, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ ქვეყნის არსებობის უფლებას“, - აღნიშნა ნულანდმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა რეალურად „უარყოფს უკრაინის არსებობის უფლებას“.