logo_geo
eng_logo
მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი აღადგინეს
- +

4 მარტი. 2022. 12:28

 

 

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ბუჩაზე კონტროლი აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ქალაქის საბჭოს შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართეს.

 

ქალაქი ბუჩა ქვეყნის დედაქალაქ კიევის მახლობლად მდებარეობს. გასული დღეების განმავლობაში, ბუჩაში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. უკრაინის არმიის სამხედროებმა რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner