„დროა, დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.
„ამ ომის ლოგიკაა - სარაკეტო იერიშები და თავდასხმების მოწყობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დიდ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე. მხოლოდ დაკეტილი ცა შეაჩერებს ესკალაციას. დროა დასავლელმა პარტნიორებმა აიღონ პასუხისმგებლობა ომის დასრულებაზე“, - წერს პოდოლიაკი.