logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცმოძრაობა“ აგრძელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამაში დებს დიდძალ ფულს
- +

4 მარტი. 2022. 12:29

 

 

„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამაში დებს დიდძალ ფულს. ყველას გვახსოვს, როგორ ძვრებოდნენ ტყავიდან, ოღონდაც საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

ექსპერტი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას „ნაცმოძრაობის“ მიერ დასავლელი ლობისტების დაქირავების შესახებ, რისთვისაც „ნაცმოძრაობამ“ 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.

 

ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ფაქტობრივად საბოტაჟში, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მისი პოლიტიკური სატელიტები და მასთან აფილირებული ორგანიზაციები და პერსონები.

 

„ნაცმოძრაობა“ აგრძელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და ამაში დებს დიდძალ ფულს. ყველას გვახსოვს როგორ ძვრებოდნენ ტყავიდან, ოღონდაც საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო. ამ ამაზრზენი მოქმედებისთვის ბევრი კომენტარიც კი არ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია. ვფიქრობ, ამ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, ფაქტობრივად საბოტაჟში, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მისი პოლიტიკური სატელიტები და მასთან აფილირებული ორგანიზაციები და პერსონები“, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner