logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!
- +

4 მარტი. 2022. 13:16

 

 

„ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასავლური ლობისტების დაქირავების შესახებ, რომელმაც 1,5 მლნ $ გამოყო, რათა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს.

 

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი უცხოელ ლობისტებზე.

 

„იმის ნაცვლად, რომ დაობლებულ და გაუბედურებულ უკრაინელ ბავშვებს დახმარება გაუწიონ, ნაყოფია/კეზერაშვილის ერთობლივი კრიმინალური ფინანსური ნაკადებით, ჯერ კიდევ 2 მარტის საღამოდან გამოყოფილი იქნა მილიონნახევარი დოლარი თავის უნამუსო და ფულის გამო ოჯახის წევრთა გამყიდველ უცხოელ ლობისტებზე, რათა გაძლიერდეს:

 

  • „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია;

 

  • ამ ხელისუფლების პირობებში წარმოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი და არადემოკრატიული სახელმწიფო;

 

  • ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დაკავშირებული იქნას საქართველოს საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერის „უართან“;

 

  • აღნიშნული პროცესი შეჩერებული იქნას საქართველოში ე.წ. პოლიტპატიმრების თემების გამო;

 

  • სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში - წარმატება მაქსიმალურად მიეწეროს ოპოზიციას, ხოლო პროცესის შესაძლო დაყოვნება - მთლიანად გადაბრალდეს არსებულ ხელისუფლებას.

 

სწორედ ამის შედეგად გააქტიურდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსისხლე მტრები და ჩვენი მეხუთე კოლონის აქტიური საერთაშორისო წარმომადგენლები - დევიდ კრამერი, იან კელი, რასა იუკნევიჩიენე და სხვები. იუდა ისკარიოტელმაც კი დაუბრუნა ნაყოფია/კეზერაშვილის იდეოლოგიურ წინაპრებს - მისთვის გამოყოფილი სისხლიანი 30 ვერცხლი, ამათთვის ხომ არც ნამუსი და არც ეთიკურ/მორალური ნორმები არ არსებობენ. ვერ გადააყოლებენ სექტის ვიწროპარტიულ ინტერესებს ამ ქვეყნის მომავალს! ვერ აგცდებათ ვერც ერთი თქვენი დანაშაულის მხილება!“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner