logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: მრავალი მილიონიც რომ დახარჯონ სასოწარკვეთილმა რადიკალებმა, მაინც წაგებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში
- +

4 მარტი. 2022. 13:38

 

 

„მეხუთე კოლონის მიზანი „დიადია“ - საქართველოსთვის თურმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული უნდა გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად იყოს მცდელობა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას არ მიეწეროს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

როგორც აბაშიძე წერს, მრავალი მილიონიც რომ დახარჯონ სასოწარკვეთილმა რადიკალებმა, მაინც წაგებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში!

 

„ოპონენტებისგან განსხვავებით, სიცრუის პროპაგანდას არ ვეწევი. ვაცხადებ იმას, რასაც სარწმუნო წყაროებიდან ვიგებ. როგორც „კვირასთვის“ ხდება ცნობილი, სააკაშვილის სექტის რამდენიმე ლიდერმა 2 მარტს, გვიან ღამით მიიღო გადაწყვეტილება, რომ $1,5 მილიონს დახარჯავენ უცხოელ ლობისტებთან და PR-ში. მეხუთე კოლონის მიზანი „დიადია“ - საქართველოსთვის თურმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული უნდა გახდეს სანქციებსა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე, რათა მაქსიმალურად იყოს მცდელობა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას არ მიეწეროს. მრავალი მილიონიც რომ დახარჯონ სასოწარკვეთილმა რადიკალებმა, მაინც წაგებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში!“ - წერს აბაშიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner