logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს
- +

4 მარტი. 2022. 13:39

 

 

„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები NATO-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

 

როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას.

 

„თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით ეხმარება თავად NATO-ს გაძლიერებას“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner