„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, გამიზნული აგრესიის შემდეგ, ეს ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად, დაუყოვნებლივ ჩაუშვა სწრაფი რეაგირების ძალები NATO-ს უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
როგორც სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით, ეხმარება უკრაინას.
„თითოეული მოკავშირე ამა თუ იმ ფორმით ეხმარება თავად NATO-ს გაძლიერებას“, – განაცხადა ბლინკენმა.