logo_geo
eng_logo
ლიეტუვის პრემიერი: მოწოდება, რომ NATO-მ უკრაინაში არასაფრენი ზონა დააწესოს, უპასუხისმგებლოა
- +

4 მარტი. 2022. 13:39

 

 

„ნებისმიერი მოწოდება, რომ NATO-მ უკრაინაში არასაფრენი ზონა დააწესოს უპასუხისმგებლო იქნება და ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შეიძლება ჩაითრიოს, „- განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ.

 

„მივიჩნევ, რომ მოწოდება, რომ NATO სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს, უპასუხისმგებლოა“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-სა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო დაბომბვის ფონზე. ჯერჯერობით ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა.

 

მანამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner